პრესრელიზი
17 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge
საქართველოს ბანკის მომხმარებელი ამიერიდან სრულიად ახალი ინტერნეტბანკით Express Online-ით ისარგებლებს
თბილისი, 17 აპრილი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს წარადგინა სრულიად ახალი ინტერნეტბანკი Express Online-ი. Express Online-ი გამორჩეულია: დიზაინით, რომელსაც მომხმარებელი ირგებს საკუთარი საჭიროების მიხედვით; გამოყენების სიმარტივით; სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციებით; სისწრაფით და საერთაშორისო სტანდარტის საუკეთესო დაცულობით. Express Online-ი სთავაზობს მომხმარებელს ყველაფერს, რაც უნდა შეეძლოს თანამედროვე ინტერნეტბანკს, უფრო მარტივად და კომფორტულად.
ყველაფერი ერთ გვერდზე - Express Online-ის ყველა ფუნქცია მთლიანად ერთ გვერდზეა მოთავსებული. შედეგად, მომხმარებელს არ მოუწევს სხვადასხვა გვერდებზე გადასვლა, რომელიმე ფუნქციის მოსაძებნათ. ასევე, ოპერაციების ჩატარების დროს, სხვადასხვა ფანჯარაში მუშაობა.
მორგება, დალაგება და დარქმევა საკუთარი საჭიროების მიხედვით - Express Online-ის მომხმარებელს საშუალება აქვს საკუთარი სურვილისამებრ განალაგოს ინტერნეტბანკის ფუნქციები და შედეგად, მიიღოს სწორედ ისეთი ინტერნეტბანკი, რომელიც ყველაზე მეტად მოერგება თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებს.
2-ჯერ უფრო სწრაფი - Express Online-ი უფრო სწრაფად იტვირთება. სისწრაფეს განაპირობებს ის ფაქტიც, რომ გადახდის ღილაკზე მხოლოდ ერთხელ დაჭერით, შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე გადასახადის გადახდა და გადარიცხვის შესრულება, ასევე მობილურის ბალანსის შევსება პროვაიდერის მითითების გარეშე.
კიდევ უფრო დაცული - Express Online-ი გამოირჩევა დაცვის ყველაზე უსაფრთხო სისტემით, მათ შორის 120 ბიტიანი დაცვის სერთიფიკატით. ინტერნეტბანკში შესვლა კი მარტივია. ამისთვის შესაძლებელია იგივე მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენება, რომლითაც მომხმარებელი ibank.ge-ზე და მობილბანკში შესვლისას სარგებლობს. თუ მომხმარებელი არ სარგებლობს საქართველოს ბანკის ინტრნეტბანკით, საკმარისია ეწვიოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, სადაც მას გადასცემენ მომხმარებლის სახელს და პაროლს. Express Online-ში შესვლა ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერიდან არის შესაძლებელი.
Express Online-ით ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზებით სარგებლობა - მობილურის, დენის, გაზის, წყლის, დასუფთავების, ინტერნეტის, საკაბელოს და სახლის ტელეფონის ბალანსის შევსება Express ქულებით. Express ქულები უგროვდებათ საქართველოს ბანკის Express Card-ის მფლობელებს, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათით შესრულებულ ყველა ოპერაციაზე. Express Online-ით შესაძლებელია როგორც დაგროვილი Express ქულების რაოდენობის გადამოწმება, ისე მათი მობილურის ბალანსში ან კომუნალური მომსახურების საფასურში გადაცვლა.
სრულიად ახალი ინტერნეტბანკის მისამართია: http://www.eonline.ge/