პრესრელიზი
7 აგვისტო,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge
საქართველოს ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურება ახლა უკვე იმეილბანკსაც მოიცავს
თბილისი, 7 აგვისტო, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ დღეიდან, საქართველოს ბანკის დისტანციურ საბანკო მომსახურებას ახალი სერვისი იმეილბანკი დაემატა. იმეილბანკი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მართოს საკუთარი ფინანსები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შედეგად, მომხმარებელი შეძლებს სერვისცენტრში მიუსვლელად, მხოლოდ ელექტრონული ფოსტით, შეასრულოს ისეთი საბანკო ოპერაციები, როგორიცაა: თანხის გადარიცხვა საკუთარ ანგარიშებზე, საქართველოში და საზღვარგარეთ; სესხისა და საკრედიტო ბარათის დავალიანების დაფარვა; თანხის დამატება ანაბარზე; არსებულ ანგარიშებზე პლასტიკური ბარათის რეგისტრაცია; საკუთარ ანგარიშებს შორის კონვერტაცია; ბარათის ძირითადი ვალუტის შეცვლა; ამონაწერის მიღება; ანგარიშის რეკვიზიტების ნახვა და სხვა.
იმეილბანკით სარგებლობისთვის, საკმარისია მომხმარებელი ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და ოპერატორთან გააქტიუროს ხსენებული სერვისი, რის შემდეგაც შეძლებს მისთვის სასურველი ოპერაციების შესრულებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. იმეილბანკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ფლობს საქართველოს ბანკის ერთ აქტიურ სადებეტო ან საკრედიტო პლასტიკურ ბარათს. იმეილბანკის მომსახურების საფასური თვეში 2 ლარია.
საქართველოს ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურება ყველაზე სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გზაა მომხმარებლისთვის, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან ჰქონდეს წვდომა საკუთარ ანგარიშებზე და შეასრულოს საბანკო ოპერაციები. საქართველოს ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურება, მოიცავს: ინტერნეტბანკს (www.eonline.ge, www.ibank.ge), ტელეფონბანკს, მობილბანკს (www.mbank.ge), SMS ბანკს, ონლაინგადახდებს (www.ipay.ge), Express Pay-ს 759 გადახდის აპარატს, 479 ბანკომატსა და ახლა უკვე იმეილბანკს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sb.ge