პრესრელიზი
20 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge
თბილისი, 20 ნოემბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს, განაცხადა სრულიად ახალი შეთავაზების შესახებ. 1 დეკემბრიდან, ყველა, ვინც გადაიხდის Express Card-ით მინიმუმ 5 ლარს, საქართველოს ბანკის POS ტერმინალში, ყოველ მეათე გადახდაზე საჩუქრად მიიღებს 5 ლარს.
აღსანიშნავია, რომ აქციაში ავტომატურად ერთვება ყველა ის მომხმარებელი, ვინც ფლობს საქართველოს ბანკის Express Card-ს, ხოლო მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს Express Card-ი, სრულიად უფასოდ შეუძლიათ აიღონ ბარათი, საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bog.ge