ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 46 სტუდენტი მიიღო
24/09/2014
პრესრელიზი

24 სექტემბერი
საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
khkakabadze@bog.ge

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 46 სტუდენტი მიიღო

თბილისი, 24 სექტემბერი, 2014 - საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს პირველი სტუდენტები მიიღო. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 46 სტუდენტი ჩაირიცხა. ჩარიცხული სტუდენტების შერჩევა მაღალი კონკურენციის პირობებში მოხდა - ჯამში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი 200-ზე მეტ ადამიანს ქონდა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხული სტუდენტების 78%, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტუდენტების 10%-ს განეკუთვნება.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 46 სტუდენტიდან, რეიტინგით პირველ ათეულში მოხვედრილის სწავლის საფასური სრულად დააფინანსა საქართველოს ბანკმა. რეიტინგით შემდეგი 20 სტუდენტი კი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს საჩუქრად გადაეცა 2013-14 წლებში შექმნილი თანამედროვე სასწავლო მასალები.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტურქტურა.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.mba.edu.ge

წაკითხულია: 2864