საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 35 სტუდენტიდან, რეიტინგით პირველ ხუთეულში მოხვედრილის სწავლის საფასური სრულად დააფინანსა საქართველოს ბანკმა. რეიტინგით შემდეგი 15 სტუდენტი კი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს საჩუქრად გადაეცა 2014-15 წლებში შექმნილი თანამედროვე სასწავლო მასალები.
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტურქტურა.
დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.mba.edu.ge
###