„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ისეთ ტექნოლოგიურ სამიტებს, რომელიც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად, ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. მასშტაბური ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ ისეთი კომპანიების დამფუძნებლებისა და წარმომადგენლებისთვის, როგორებიც არიან: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners. საერთაშორისო დონეზე ახალი კავშირების და პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.