პრესრელიზი
1 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკის "ელექტრონული ყულაბა" - აგროვებ ფულს, ყოველთვის როცა ხარჯავ
[PUBLICITY.GE] თბილისი, 1 თებერვალი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა - ახალი პროდუქტის, „ელექტრონული ყულაბის" შეთავაზების შესახებ. „ელექტორნული ყულაბა" ეს არის ფულის დაგროვების ძალიან მოსახერხებელი საშუალება, რომლის მეშვეობით მომხმარებელს არ მოუწევს დამატებით ზრუნვა თანხის გადადებაზე, დაზოგვასა და დაგროვებაზე. მომხმარებელი ავტომატურად დააგროვებს ფულს ყოველთვის, როდესაც პლასტიკური ბარათიდან თანხას გახარჯავს. თანხის დაგროვება ხდება ბარათით ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელებისას - მომხმარებლის მიერ წინასწარ მითითებული ოდენობის თანხა ბარათიდან ავტომატურად გადაირიცხება მისსავე ანაბარზე.
„ელექტრონული ყულაბით" სარგებლობა ძალიან მარტივია - მომხმარებელი ირჩევს ნებისმიერი მოცულობის თანხას, დაწყებული 0.50 თეთრი/აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი/დან, 10 ლარი/აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი/ დამთავრებული, ამის შემდეგ, ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელებისას, ბანკი, მომხმარებლის მიერ არჩეულ თანხას, ავტომატურად გადარიცხავს, საქართველოს ბანკში მომხმარებლის მიერ მითითებულ ანაბარზე, რომელსაც ასევე დაერიცხება საპროცენტო სარგებელი. აღსანიშნავია, რომ „ელექტრონული ყულაბით" სარგებლობა უფასოა. ამრიგად, მომხმარებელი, შეუმჩნევლად და ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევისა გარეშე ახერხებს თანხის გადადებას და დაგროვებას.
ელექტრონული ყულაბით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი და მოქმედი ანაბარი საქართველოს ბანკში. ანაბარზე დაგროვილი თანხის საერთო მოცულობა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციების რაოდენობაზე. მომხმარებელს, რომელიც ახორციელებს თანხის განაღდებას ბანკომატის ან ბანკის სერვისცენტრის მეშვეობით, პალსტიკური ბარათით ნივთის ან მომსახურების შეძენას, ასევე სარგებლობს საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდებით და თანხის გადარიცხვებით, შეუძლია ისარგებლოს ელექტრონული ყულაბით და მარტივად დააგროვოს თანხა.