ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO, მხარს უჭერს მარის ლიეპას საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს
31/05/2012

 
პრესრელიზი

31 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge

 საქართველოს ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO, მხარს უჭერს მარის ლიეპას საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 31 მაისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  განაცხადა, „მარის ლიეპას - მსოფლიოში აღიარებული მეგა ვარსკვლავის, საიუბილეო დღეები საქართველოში" მხარდაჭერის შესახებ.  საქართველოს ბანკი, ღონისძიებას მხარს უჭერს პერსონალური საბანკო მომსახურების SOLO-ს სახელით. მარის ლიეპას საიუბილეო კონცერტი ტარდება საქველმოქმედო პროექტის „დავეხმაროთ ლეიკემიით და აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს" ფარგლებში. კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქართველოს საპატრიარქოს ფონდში, ლეიკემიით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

ბალეტის მსოფლიო მეგა ვარსკვალავის, მარის ლიეპას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები საქართველოში, 31 მაისს „თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის" ფოიეში, ლიეპას სასცენო და პირად არქივში დაცული ფოტოექსპონატების და თეატრალური კოსტიუმების გამოფენის გახსნით დაიწყება. გამოფენა ერთ კვირას გასტანს. 7 ივნისს, 20:00 საათზე,  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართება საქველმოქმედო გალა-კონცერტი, მსოფლიოს კლასიკური ბალეტის თანმედროვე ვარსკვლავთა მონაწილეობით, რომელთა შორის იქნებიან: ილზე ლიეპა, ნიკა ცისკარიძე, ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი პატრიკ დე ბანა, ისევე როგორც „დიდი თეატრის", „მარინის" თეატრის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბალეტის სოლისტები და ვარსკვლავები.

წაკითხულია: 2181