ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკმა ახალი სერვის ცენტრი გახსნა
25/06/2012
 


პრესრელიზი

25 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge

საქართველოს ბანკმა ახალი სერვის ცენტრი გახსნა

თბილისი, 25 ივნისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  განაცხადა, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, IVmkr-Si ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ. შედეგად, საქართველოს ბანკის სტანდარტული სერვისცენტრების რაოდენობა 151 აღწევს და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართო და ყველაზე კარგად განვითარებულ ფილიალების ქსელს წარმოადგენს. საქართველოს ბანკის სერვისცენტრები მოწყობილი და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რაც განაპირობებს მომხმარებლის კომფორტული და სწრაფი მომსახურებით უზრუნველყოფას.

ვაზისუბანში მდებარე, ახალ სერვისცენტრში, მომხმარებელი მარტივად და სწრაფად შეძლებს, მიიღოს მისთვის სასურველი საბანკო მომსახურების სრული სპექტრი.

საქართველოს ბანკის, ახლად გახსნილ სერვისცენტრში 11 ადამიანი დასაქმდა.

დამატებითი ინფორმაცია საქართველოს ბანკის, სერვისცენტრების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.atm.ge/

წაკითხულია: 2190