ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკმა გორში ახალი სერვისცენტრი გახსნა
15/12/2011

 

  
პრესრელიზი

15 ნოემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248                  
+995 77 720 144                  
sbalavadze@bog.ge

საქართველოს ბანკმა ახალის სერვისცენტრი გახსნა

თბილისი, 15 დეკემბერი, 2011 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ქალაქ გორში, ჭავჭავაძის ქ. N10-ში ახალი სერვისცენტრი გახსნა, რის შედეგადაც კიდევ უფრო გააფართოვა ბანკის სერვისცენტრების ქსელი საქართველოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ ახალ სერვისცენტრში, მომხმარებელი შეძლებს როგორც სტანდარტული საბანკო ოპერაციების ჩატარებას, ასევე ბიზნესსესხებით სარგებლობას, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ მიკროსესხების დაფინანსება წარმოადგენს და ამიერიდან, მომხმარებელს გორში შესაძლებლობა ექნება ბიზნესის დაფინანსებისთვის გორის ახალ სერვისცენტრს მიაკითხოს.

საქართველოს ბანკის ახალი სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი და მომხმარებელს მარტივ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

საქართველოს ბანკს, ქვეყნის მასშტაბით უკვე 150-მდე სერვისცენტრი აქვს, რომელიც განთავსებულია მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში.

გორის ახალ სერვისცენტრში 17 თანამშრომელი დასაქმდა
.

წაკითხულია: 2684