პრესრელიზი
24 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკმა მიიღო Commerzbank-ის ჯილდო საერთაშორისო გადარიცხვების შესრულების საუკეთესო ხარისხისთვის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 24 მაისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Commerzbank-ის ჯილდოს, STP Award 2011-ის მიღების შესახებ, საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის (Straight Through Processing (STP)) საუკეთესო ხარისხისთვის. STP ნიშნავს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და სწორედ შევსებას, ისე რომ არ ხდება მათი ხელით დამუშავება. ხსენებული ჯილდოს მიღება, არის საქართველოს ბანკის მომსახურების მაღალი ხარისხის აღიარება და ბანკის მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურებაზე მიუთითებს.