ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკმა მიიღო Global Finance–ის ჯილდო როგორც საქართველოში საუკეთესო კასტოდიანმა ბანკმა
25/05/2012

 
პრესრელიზი

25 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge

საქართველოს ბანკმა მიიღო Global Finance-ის ჯილდო როგორც საქართველოში საუკეთესო კასტოდიანმა ბანკმა

 თბილისი, 25  მაისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს, World's Best Sub-Custodian Banks 2012-ის მიღების შესახებ, როგორც საქართველოში საუკეთესო კასტოდიანმა ბანკმა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე ცხრა წელია გასცემს ხსენებულ ჯილდოს. საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მომხმარებელთან ურთიერთობა, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასები, ტექნოლოგიური პლატფორმების არსებობა, ბიზნესის განვითარების გეგმები და სხვა.

„კასტოდიანი ბანკები, მომხამრებელთა აქტივების შენახვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ჩვენ, მსოფლიოს ბაზრებზე გამოვავლინეთ ის ბანკები, რომლებიც საუკეთესოდ ემსახურებიან და იცავენ აქტივებს," განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა, ჯოზეფ გირაპუტომ.

 

წაკითხულია: 2601