პრესრელიზი
27 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
საქართველოს ბანკმა რუსთავში ახალი სერვისცენტრი გახსნა
თბილისი, 27 თებერვალი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ქალაქ რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ახალი სერვისცენტრი გახსნა, რის შედეგადაც კიდევ უფრო გააფართოვა ბანკის სერვისცენტრების ქსელი საქართველოს მასშტაბით.
ახალ სერვისცენტრში, მომხმარებელი სწარაფად და მარტივად შეძლებს განახორციელოს სტანდარტული საბანკო ოპერაციები. საქართველოს ბანკის ახალი სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი და მომხმარებელს მარტივ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.
საქართველოს ბანკს, ქვეყნის მასშტაბით უკვე 153-მდე სერვისცენტრი აქვს, რომელიც განთავსებულია მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში.
რუსთავის ახალ სერვისცენტრში 10 თანამშრომელი დასაქმდა.