საქართველოს ბანკმა სრულყოფილი ვებგვერდი შექმნა ბანკში დასაქმების და კარიერული წინსვლის მსურველთათვის
პრესრელიზი
12 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
საქართველოს ბანკმა სრულყოფილი ვებგვერდი შექმნა ბანკში დასაქმების და კარიერული წინსვლის მსურველთათვის
თბილისი, 12 დეკემბერი, 2012 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, განაგრძობს სამუშაო ადგილების შექმნის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობების ხელშეწყობას. ხსენებული პროცესის გამარტივებისთვის, საქართველოს ბანკმა შექმნა საქართველოში ყველაზე სრულყოფილი კარიერული ვებგვერდი http://jobs.bog.ge რომელიც დღეიდანაა ხელმისაწვდომი. http://jobs.bog.ge საშუალებას აძლევს კარიერული განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მყოფ, ბანკში მუშაობის მსურველს - სტაჟიორს, დამწყებს თუ გამოცდილ პროფესიონალს, დეტალურად გაეცნოს ბანკის კორპორატიული კულტურის, საკვალიფიკაციო პროცესისა და შერჩევის, ანაზღაურების პაკეტის, კარიერული წინსვლის შესაძლებლობების, შეთავაზებული ტრენინგებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ ინფორმაციას. http://jobs.bog.ge -ს მეშვეობით, შესაძლებელია ბანკის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების ნახვა, ვაკანსიის სააპლიკაციო ფორმის შევსება და გაგზავნა, ასევე CV-ს გაგზავნა, ვაკანსიის არსებობისგან დამოუკიდებლად.
http://jobs.bog.ge-ზე მომხმარებელს დახვდება რჩევებიც, რომელიც დაეხმარება საკვალიფიკაციო და შესარჩევი პროცესისთვის მომზადებაში. ვებგვერდის მეშვეობით, სტუდენტები შეძლებენ სტუდენტური პროგრამისა და სტაჟირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებას. http://jobs.bog.ge -ზე ასევე გამოქვეყნდება ინფორმაცია საქართველოს ბანკის საზაფხულო სამუშაოების შესახებ.
საქართველოს ბანკის ჯგუფში, სადღეისოდ 11,000 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. საქართველოს ბანკი, რომელიც იცავს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტებს, უზრუნველყოფს თანამშრომლებს კონკურენტული ანაზღაურებით, ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ბენეფიტების პაკეტით, საბონუსე სისტემით და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგებით.