ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკმა წნორში ახალი სერვისცენტრი გახსნა
20/02/2012

  
პრესრელიზი

20 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248                  
+995 77 720 144                  
sbalavadze@bog.ge

საქართველოს ბანკმა წნორში ახალი სერვისცენტრი გახსნა

თბილისი,  20 თებერვალი,  2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს წნორში, დ. აღამაშენებლის ქუჩაზე ახალი სერვისცენტრი გახსნა, რის შედეგადაც კიდევ უფრო გააფართოვა ბანკის სერვისცენტრების ქსელი საქართველოს მასშტაბით.

მომხმარებელი ახალ სერვისცენტრში, შეძლებს განახორციელოს ყველა სტანდარტული საბანკო ოპერაცია. საქართველოს ბანკის ახალი სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი და მომხმარებელს მარტივ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

საქართველოს ბანკს, ქვეყნის მასშტაბით უკვე 152-მდე სერვისცენტრი აქვს, რომელიც განთავსებულია მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში.

წნორის ახალ სერვისცენტრში 21 თანამშრომელი დასაქმდა.

წაკითხულია: 2050