უსაფრთხოება და კონფიდენციალობა არის ის, რაც Apple Pay– ის გამოარჩევს. Apple Pay- ით ბარათის გამოყენებისას ბარათის ნომერი არ ინახება მოწყობილობასა თუ Apple-ის სერვერებზე. ამის ნაცვლად, მას ენიჭება უნიკალური ანგარიშის ნომერი, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხო. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყოველი ახალი ტრანზაქცია ავტორიზდება ერთჯერადი, უნიკალური უსაფრთხოების კოდით.
„მოხარული ვარ, რომ დღეიდან საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს Apple Pay-ს, რომელიც მობილურ გადახდებს კიდევ უფრო მარტივ და უსაფრთხო გადახდის მეთოდად აქცევს. Apple Pay-ით განხორციელებული ყოველი ახალი გადახდა უფრო დაცული, სწრაფი და მოსახერხებელია. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, Apple Pay-ს მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც მაღაზიაში, ასევე აპლიკაციებისა და ინტერნეტის მეშვეობით. საქართველოს ბანკი განაგრძობს ციფრული კომერციის წარმატებით განვითარებას, რათა ჩვენი მომხმარებლისათვის შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება, გრძელვადიანი ლოიალურობა და მაქსიმალური კომფორტი. Apple Pay-ის გამოყენებით ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ხელშესახებ სარგებელს, ვაცნობთ ახალ პროდუქტს და ვაძლევთ ახალ გამოცდილებას უკვე არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებით”, - განმარტა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.