ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკში სესხების პორტირება დაიწყო
07/10/2014
პრესრელიზი

7 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246

საქართველოს ბანკში სესხების პორტირება დაიწყო
 
თბილისი, 7 ოქტომბერი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სამომხმარებლო სესხზე განახლებული პირობების შესახებ. მომხმარებელს საშუალება ეძლევა დაპორტირდეს სამომხმარებლო სესხით საქართველოს ბანკში და ისარგებლოს გაუმჯობესებული პირობებით.

მას, ვისაც სურს დასვენება, ავეჯის ან ტექნიკის შეძენა, გარდერობის განახლება თუ სწავლისთვის საჭირო თანხის მიღება და ფლობს რამდენიმე სესხს ან საკრედიტო ბარათს სხვა ბანკებში, შესაძლებლობა აქვს დაპორტირდეს სამომხმარებლო სესხით საქართველოს ბანკში, მიიღოს მის მოთხოვნაზე მორგებული პირობები, გააერთიანოს რამდენიმე სესხი და ყოველთვიურად მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეს და ერთ ბანკში დაფაროს ის.

მას, ვისაც ხელფასი საქართველოს ბანკში ერიცხება, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სამომხარებლო სესხით ხელფასის 14-მაგი ოდენობით. სამომხარებლო სესხის მაქსიმალური ოდენობაა 50,000 ლარი/ექვივალენტი აშშ დოლარში, სესხის ვადა- 10 წლამდე, მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის მოთხოვნა- 200 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.portireba.ge

წაკითხულია: 3092