საკონტაქტო პირი:
ხათუნა კაკაბაძე
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 444 *3252
(5 99) 206 246
თბილისი, 2 ოქტომბერი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურებაზე აქციის შეთავაზების შესახებ. საქართველოს ბანკში ნებისმიერი სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით ყოველ მესამე გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 5 ლარის სასაუბრო დროს. აქციაში მონაწილეობისთვის, ფულადი გზავნილით თანხის გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი, გზავნილის მოცულობა კი საკმარისია შეადგენდეს 300 ერთეულს. მობილურის ბალანსი მომხმარებელს ავტომატურად შეევსება, მესამე გაგზავნილი ან მიღებული გზავნილის განხორციელებიდან მეორე სამუშაო დღეს. აქცია უკვე დაიწყო და გრძელდება 2015 წლის 1-ელ თებერვლამდე.
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემების დიდ არჩევანს. ესენია: „ვესტერნ იუნიონი", „რია ფულადი გზავნილები", „ელვა", „მანიგრამი", „კონტაქტი", „ანელიკი", „ინტერექსპრესი", „იუნისტრიმი", „ზოლოტაია კორონა" და „ლიდერი".