ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკში ყოველ ოთხ გაგზავნილ ან მიღებულ ფულად გზავნილზე მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს
16/10/2012

16 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
(8 32) 2 444 248
(5 77) 72 01 44
sbalavadze@bog.ge

საქართველოს ბანკში ყოველ ოთხ გაგზავნილ ან მიღებულ ფულად გზავნილზე მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს

თბილისი, 16 ოქტომბერი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა  განაცხადა ფულადი გზავნილების ახალი აქციის დაწყების შესახებ. მომხმარებელს, რომელიც 1 თებერვლამდე მიიღებს ან გააგზავნის ფულად გზავნილს საქართველოს ბანკის მეშვეობით, ყოველ გზავნილზე გადაეცემა სასაჩუქრე კუპონი. ოთხი კუპონის შეგროვების შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ნარინჯისფერ მაჯის საათს.  მხედველობაში მიღებული იქნება გზავნილები მოცულობით 400 ერთეული, გზავნილის ვალუტის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას, სისტემა ავტომატურად არეგისტრირებს მომხმარებელს და საჩუქრის მისაღებად კუპონის წარდგენა არ იქნება საჭირო. ყოველი ოთხი გაგზავნილი ან მიღებული ფულადი გზავნილის შემთხვევაში,  მომხმარებელს საჩუქარი ავტომატურად ეკუთვნის.

საჩუქრის მისაღებად, ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს ბანკის სერვისცენტრების, ასევე SMS ბანკის მეშვეობით. საქართველოს ბანკში გზავნილის განაღდება ასევე შესაძლებელია სატელეფონო ცენტრით, ნომერზე 2 444 444 და ბანკომატით. ამ გზით განაღდებული ფულადი გზავნილებიც მიიღებენ მონაწილეობას აქციაში.

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ფულადი გზავნილების სისტემების ყველაზე ფართო არჩევანს: ანელიკი, ელვა, კონტაქტი, რია, იუნისტრიმი, ინტერექსპრესი, ბისტრაია პოჩტა, ვესტერნ იუნიონი, ლიდერი, მანიგრამი, ზოლოტაია კორონა.

წაკითხულია: 2130