საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ერთიანდებიან დამსაქმებელთა ობიექტური ინტერესების დასაცავად
პრესრელიზი
20 ოქტომბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზვიად ქვლივიძე
აღმსრულებელი დირექტორი
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
მობ: 855 382737
ვებ.გვერდი: www.bag.ge
ემი დენმანი
აღამსრულებელი დირექტორი
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
ტელ.: 22 69 07
ვებ.გვერდი: www.amcham.ge
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ერთიანდებიან დამსაქმებელთა ობიექტური ინტერესების დასაცავად
[PUBLICITY.GE] თბილისი 20 ოქტომბერი, 2009 - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, როგორც ქვეყანაში მოქმედი წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციების გაერთიანებები, აქტიურად ერთვებიან შრომის კანონმდებლობის რეფორმის პროცესში. მათ უკვე მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით, რომელშიც დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისა და ლიბერალური ეკონომიკის შემდგომი განვითარების პრიორიტეტულობა დაასაბუთეს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატამ (რომლების წევრებსაც მსხვილი და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციები წარმოადგენენ), დეტალურად გაანალიზეს ახალი შრომის კოდექსის პროექტი, რომელიც საქართველოს პროფკავშირების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციებს ემყარება. როგორც ცნობილია, პროფკავშირების მიერ შემოთავაზებული შრომითი კანონმდებლობის პროექტი, მშრომელთა უპირატესი ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული, ზედმეტად სოციალისტურ ხასიათს ატარებს, არ არის ობიექტურად გათვალისწინებული ბიზნესმენთა მოსაზრებები და არც ის ზემოქმედება, რომელიც შეიძლება ქვეყანაში ინვსეტიციების გრძელვადიან შემოდინებაზე ნეგატიურად აისახოს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ამერიკის სავაჭრო პალატას საქართველოში მიაჩნიათ, რომ ლიბერალური ეკონომიკის მნიშვნელოვან საფუძველს სწორედ ლიბერალური შრომითი კანონმდებლობა წარმოადგენს. ხოლო "მემარცხენე" შრომითი კოდექსი სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს. საგადასახადო განაკვეთებთან და საკუთრების უფლების დაცვასთან ერთად, ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შრომით კოდექსს, რომელიც დამქირავებლისა და დაქირავებულის ურთიერთობების თავისუფლების პრინციპს ეფუძნება. უფრო მეტიც, კერძო სექტორში, სამუშაო ადგილებს ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები ქმნიან, შესაბამისად ბიზნესმენების აზრის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია.
„ძალიან მემარცხენე შრომითი კოდექსი, რომელიც მოქმედებს ზოგიერთ ევროპის მაღალ-განვითარებულ ქვეყნებში სოციალისტების გავლენით, იწვევს ევროპული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას ამერიკის და აზიური ქვეყნების პროდუქციასთან შედარებით. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი (ევროპული ტიპის) კოდექსის მიღება იმ ქვეყნისათვის, რომელსაც
სწრაფი ეკონომიკური განვითარება აქვს მიზნად დასახული. სოციალისტური შრომითი კოდექსით ეკონომიური სასწაული და ნახტომი არავის მოუხდენია, ეს მდიდარი ქვეყნების ფუფუნებაა." მიაჩნია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს - გიორგი ჭირაქაძეს.
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის - დევიდ ლის თქმით, "ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკის შენების პროცესში: უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების დახმარებით გაიზარდოს დასაქმებულთა რიცხვი, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაიხსნას ახალი საწარმოები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოების და ექსპორტის ზრდას, თუ მიმართონ ისეთ მეთოდებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე კი არა, არამედ დამქირავებლისა და მშორმელების შორის ურთიერთობების შედმგომ დარეგულირებაზე იქნება ორინტირებული".
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო პალატა იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა, დამსაქმებლების წარმომადგენლები, პროფკავშირები და საერთაშორისო შრომითი ორგანიზაცია (ILO) გაითვალისწინებენ ქართველი ბიზნესმენების მოსაზრებებს საქართველოს შრომითი კოდექსის შესახებ და მხარს დაუჭერენ ლიბერალურ შრომით კოდექსს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების და ქვეყნის სტრატეგიული განვითარების კვაკუთხედია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეიქმნა, რომელიც საქართველოში მოღვაწე წამყვან ბიზნეს ორგანიზაციებს აერთიანებს. ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეფორმებში მონაწილეობა წარმოადგენს.
ამერიკის სავაჭრო პალატა უკვე ათი წელია რაც საქართველოში მოღვაწეობს, რომლის წევრებიც ამერიკული, ქართული და საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციები არიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია კომერციული ურთიერთობების განვითარება საქართველოს, ამერიკისა და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოების შორის და ისეთი საკანონმდებლო ინიციეტივების ლობირება, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს ორგანიზაციების და ზოგადად საქართველოში ბიზნესის განვითარებას.
###