ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გია ხუბუას და მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს პროფესორ Dr. Wolfgang Herrmann-ს უმასპინძლებენ
23/10/2009


პრესრელიზი

23 ოქტომბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ზვიად ქვლივიძე
აღმსრულებელი დირექტორი
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
მობ: 855 382 737
ტელ:
995 32 180 672

ვებ.გვერდი: www.bag.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გია ხუბუას და მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს პროფესორ Dr. Wolfgang Herrmann-ს უმასპინძლებენ

[PUBLICITY.GE] თბილისი 23 ოქტომბერი, 2009 - 2009 წლის 23 ოქომბერს, პარასკევს 15:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საქმიანი ლანჩით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გია ხუბუას და მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს პროფესორ Dr. Wolfgang Herrmann-ს უმასპინძლებებნ. შეხვედრის მიზანს ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორს შორის თანამშრომლობის გზების განხილვა წარმოადგენს. გერმანიაში მუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტი  მსოფლიოს წაყვან ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან Audi, BMW, Siemens, SAP და სხვა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვუსმინოთ მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტ პროფესორ, ვოლფგან ჰერმანს - კონკრეტულად რა ფორმით თანამშრომლობს ბიზნესთან მათი უნივერსიტეტი. ჩვენთვის საინტერესოსა ასეთი გამოცდილების გაზიარება, რადგან მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოში ცნობილია, როგორც წამყვანი უნივერსიტეტი კვლევაში და განვითარებაში, ასევე ზოგადად ბიზნესთან თანამშრომლობაში." ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეიქმნა, რომელიც საქართველოში მოღვაწე წამყვან ბიზნეს ორგანიზაციებს აერთიანებს. ბიზნეს ასოციაციის მიზანს - წევრი ბიზნეს ორგანიზაციების ინტერესების დაცვა და საქართველოში ბიზნეს/სამეწარმეო საქმიანობის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, რომელიც პოზიტიურად აისახება ქართველოს ბიზნეს გარემოს მდგრად განვითარებაზე, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე, ქართული ბიზნესის საერთაშორისო საბაზრო ურთიერთობებში ინტეგრირებაზე და კერძო სექტორში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

###

წაკითხულია: 7926