ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩის შეხვედრა
08/11/2012

8 ნოემბერი, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
დავით გელოვანი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურ
pr@moe.gov.ge
+995
 32 72 72 34
599172580

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, ქ-ნ ხათუნა გოგალაძისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩის ბ-ნ  ფილიპ დიმიტროვის შეხვედრა

 2012 წლის 8 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, ქ-ნ ხათუნა გოგალაძისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩის ბ-ნი  ფილიპ დიმიტროვის და ასევე სხვა წარმომადგენლების შეხვედრა.

ქ-ნ ხათუნა გოგალაძემ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. განხილულ იქნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონალურ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამინისტროში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებები. აგრეთვე, სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდასა  და ინსტიტუციონალურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირებული შეთანხმებაზე ხელმოწერა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაძლიერებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნი სარგებლის მომტანი იქნება  როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის.  ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების დაცვის,  ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს  ეფექტიანობის თვალსაზრისით.

მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ბ-ნ მიხეილ დიმიტროვმაც გამოთქვა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

წაკითხულია: 2062