ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გარემოს მდგომარეობის შესახებ სექტორული კვლევის ჩატარებას იწყებს
27/11/2013
პრესრელიზი

26 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გარემოს მდგომარეობის შესახებ სექტორული კვლევის ჩატარებას იწყებს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ სექტორული კვლევის ჩატარებას იწყებს. სამინისტრო, კვლევის შედეგების მიხედვით, ადგილობრივი ესქპერტებისა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, მომავალი წლისთვის ქვეყნის გარემოსადაცვითი შეფასების დოკუმენტს (Country Environmental Assessment - CEA) მოამზადებს. დოკუმენტში ასახული იქნება არსებული ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დეგრადაციისა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენების სოციალური და ეკონომიკური დახარჯები; ასევე შეფასდება ქვეყნის შესაძლებლობა გაუმკლავდეს მიმდინარე გარემოსდაცვით პრობლემებსა და გამოწვევებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე მსოფლიო ბანკის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სექტორის მენეჯერს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის კულსუმ აჰმედს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე სამინისტროს წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი მიმართულების ექსპერტები: ადრიანა დამიანოვა (გარემოს დაცვის წამყვანი სპეციალისტი და საქართველოში გარემოს მდგომარეობის ანალიზისთვის დაგეგმილი კვლევის მენეჯერი), გაიანე მინასიანი (გარემოსდაცვითი ეკონომისტი) და დარეჯან კაპანაძე (გარემოს დაცვის უფროსი სპეციალისტი).

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში არსებული ვითარება, ისაუბრეს მიმდინარე პრობლემებსა და, ამ პრობლემების ეფექტურად მოგვარებისთვის, უწყებათშორისი თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე. განისაზღვრა სამინისტროს და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის კომპეტენციები და ფორმები, შეთანხმდა დროითი ჩარჩოები ის პრიორიტეტული სფეროები, რომელი მიმართულებითაც კველვა ჩატარდება. დაიწყო პროექტის კონცეფციის მომზადება, რის შემდეგაც ქართველ და უცხოელ ექსპერტთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.

 

წაკითხულია: 2495

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში