ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
15/01/2014

პრესრელიზი

14 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ ცეკვავამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მიზანია გარემოს დაცვის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის სრულყოფა, გარემოსდაცვითი მონაცემების ხარისხისა და ხელ მისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლასა და გავრცელებას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე და მეორეს მხრივ, ეროვნული ანგარიშებისა და სხვა სახის აგრეგირებული მაჩვენებლების მომზადების პროცესის სრულყოფას.

 

წაკითხულია: 3562

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში