ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს დელეგაციამ ესტონეთში ვიზიტი დაასრულა
04/10/2007




საქართველოს იუსტიციის სამინისტრო


                                             პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

4 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის

საკონტაქტო პირი: ეთერ ქიმერიძე  
ტელ.: 758207, 758209
ელ.ფოსტა:
press-center@justice.gov.ge
                  t_kimeridze@justice.gov.ge
ვებ.გვერდი: justice.gov.ge
 
 

საქართველოს დელეგაციამ ესტონეთში ვიზიტი დაასრულა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 4 ოქტომბერი, 2007 - ესტონეთის ნოტარიუსთა პალატის მიწვევით, საქართველოს დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტით ტალინში იმყოფებოდა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, პარლამენტარები: პაატა ლეჟავა და ენზელ მკოიანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ გედევანიშვილი, საჯარო რეესტრის რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლია სტურუა, ასევე, ნოტარიუსები: ლუიზა ქამუშაძე, ეკა ჩაჩანიძე, ეთერ ოთანაძე, ქეთევან ხოტივარი და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამეცნიერო-მეთოდური სამსახურის უფროსის მაკა ტყებუჩავა.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ესტონეთის იუსტიციის სამინისტროში, სადაც ისაუბრეს ამ ქვეყანაში ნოტარიატის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და იმ გამოცდილებაზე, რომელიც სისტემის რეფორმირებისას დაგროვდა.

გაიმართა შეხვედრა უძრავი ქონების რეესტრის მწარმოებელ სამსახურებთან, სადაც დელეგაციის წევრები გაეცნენ ესტონეთში არსებული რეესტრის სახეობებსა და მათი განახლების სპეციფიკას. ხაზი გაესვა ესტონელ ნოტარიუსთა მიერ სანოტარო აქტების მომზადებისას უძრავი ქონების ელექტრონული რეესტრების მნიშვნელობას. ელექტრონული რეესტრის სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს რამდენიმე რაიონის სარეგისტრაციო სამსახურში და უახლეს მომავალში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

დელეგაციის წევრები ეწვივნენ ტალინში მდებარე სანოტარო ბიუროებსაც და ნოტარიუსთა მუშაობას დეტალურად გაეცნენ.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნოტარიატის სფეროში ესტონეთის გამოცდილების გაზიარება. საამისო მზადყოფნა ორივე მხრიდან გამოითქვა.




                                                                ###

წაკითხულია: 7547

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები