პრესრელიზი
25 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ტელ: (+995
595) 34 040 0
ელ-ფოსტა:
kavtarashvili@mail.ru
mcoconsulting@yhoo.com
საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ომის ვეტერანი მხატვრები თავისი ნამუშებრების გამოფენას მოაწყობენ
25-27 მაისს სავაჭრო ცენტრ „თბილისი
ცენტრალში პროექტ "FlaM&Co"-ს ფარგლებში, რიგით მე-4 საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება".ბიზნეს-ანალიტიკური ჯგუფის "M&Co
Consulting"-ისა და ომის ვეტერანთა კავშირის
მიერ ორგანიზებული გამოფენა დღეს 14.30 საათზე გაიხსნება და 27 მაისს
20.00 საათზე დაიხურება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც თვითნასწავლი ხელოვანების ხელნაკეთი
ნივთები და აქსესუარები, ისე პროფესიონალი და ცნობილი მხატვრების ტილოები.
26 მაისს ამავე დარბაზში გაიხსნება
საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ომებში ნაბრძოლი, ვეტერანი მხატვრების
შემოქმედების ექსპოზიცია. ივენთში მონაწილეობენ ვეტერანი ხელოვანები - ირაკლი ავალიშვილი,
ავთო
ხვიჩია, ნოდარ აფციაური, ლერი ჭანტურია და სხვა.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი
იქნება ასევე, ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, როგორიცაა საზღვარგარეთ მოღვაწე
ქართველი შემოქმედი ეკა ფერაძე, მხატვართა კავშირის წევრი ლია ჩხიკვიშვილი, ცნობილი და წარმატებული ხელოვანი, ქალბატონი ლიანა
ნერსესოვა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობენ ჟურნალისტი დიზაინერებიც
-ტელეკომპანია „იმედის" წამყვანი დოდოშკა ხაინდრავა და" პრაიმტაიმის" რეპორტიორი
თინი თევდორაძე.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა
ძეგვის ბავშვთა თავშესაფარს გადაერიცხება.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან: ქალაქის მერია, კულტურის სამინისტრო, საქართველოში
აკრედიტებული მისიებისა და საელჩოების პირველი პირები და სამხედრო ატაშეები, სპონსორები,
მხარდამჭერი კომპანიები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, მედია.
|