პროექტის ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ ორწლიანი მუშაობის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს, კავკასიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს, ონლაინ შეხვედრაზე გააცნო. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკვე მოძიებულია ველური ვაზის 70 ფორმა. მიმდინარეობს ველური ვაზის გენეტიკური კვლევა, მისი ადგილის განსაზღვრა მსოფლიო მევენახეობის სფეროში, ასევე, ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენა. პარალელურად, მეცნიერები ველური ვაზისგან დაყენებული ღვინის ენო-კარპოლოგიურ მონაცემებს სწავლობენ, საკონტოლოდ კი, საფერავი და კაბერნე სოვინიონი აქვთ აღებული.