პრესრელიზი
6 აგვისტო,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
TBAGDAVADZE@BEELINE.GE
საქართველოს ვიმპელკომის ჯგუფის ტექნიკური დირექტორი ეწვევა
საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინის მოწვევით , საქართველოს ვიმპელკომის ჯგუფის ტექნიკური და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი იოგეშ მალიკი ეწვევა.
იოგეშ მალიკი ბილიანის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს კომპანიის მმართველ გუნდთან ერთად განიხილავს და მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო კონსულტაციებს გამართავს.
გლობალური ბრენდის ვიმპელკომის წარმომადგენელი, ჟურნალისტებთან ერთად ბილაინის ტექნიკური ბაზას დაათვალიერებს.
" 2014 წელი საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების გარდამტეხ წლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ წლის მეორე ნახევრიდან, საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება მიიღოს მსოფლიო სტანდარტებით , ყველაზე სწრაფი და უწყვეტი ინტერნეტი.
მოხარული ვარ , რომ კომპანია ბილაინის ქსელის ტექნიკურ აღჭურვისთვის, შესაბამის კონსულტაციას გავუწევ." -იოგეშ მალიკი, ვიმპელკომი, ტექნიკური ხელმძღვანელი.
" მოხარულები ვართ, რომ მეოთხე თაობის ლიცენზიის გამოტანით ბაზარზე, სახელმწიფომ ფეხი აუწყო მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურ ტრენდს. ჩვენი როგორც კომპანიის მიზანია, რომ ბაზარზე ახალი პოზიციონირებით წარვდგეთ და მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც მათზე მორგებული, შეთავაზებები, ასევე ტექნოლოგიური განვითარების ყველაზე ბოლო მიღწევები. '' გიორგი ტყეშელაშვილი, ბილაინის გენერალური დირექტორი.
მისამართი ( ფარნავაზ მეფის გამზირი N6) , 7 აგვისტო, 11.00