საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებთან საქმიან შეხვედრას გამართავს.
მედია ანონსი
26 ივნისი,2014
დაუყონებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ გურგენიძე
მის: მარჯანიშვილის#5
E-mail:tamunagurgenidze1@yahoo.com
მობ.: (+995) 99 899 628
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებთან საქმიან შეხვედრას გამართავს
7 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებთან საქმიან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიები და კომპანიის ადვოკატები.
შეხვედრის მთავრი თემაა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის (პრო-ბონო) დეკლარაციის გაფორება. საქართველოში პირველად 20 იურიდიულ კომპანიას შორის გაფორმდება პრო-ბონო, რომლის ფარგლებშიც კომპანიები უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევენ მოქალაქეებს, კომპანიის რესურსების და შესაძლებლობების შესაბამისად, რითაც ხელს შეუწყობენ იურიდიული კომპანიების მიერ უფასო იურიდიული დახმარების გაწევას.
საქმიან შეხვედრაზე ასოციაცია სამომავლო თანამშრომლობის მიზნით გააფორმებს მემორანდუმს ადვოკატთა ასოციაციასა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, კონფერენციების, სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის და სხვა ღონისძიებების განხორციელებისათვის.
შეხვედრის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი წარმოადგენს ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის პრეზენტაციას.
"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია"( სიფა ) 2014 წლის 28 თებარვალს დაარსდა, რომლის მიზანია იურიდიული ფირმების/საადვოკატო ბიუროების კორპორაციული უფლებებისა და ინტერესების დაცვა; მასში გაერთიანებულია 20 საადვოკატო ბიურო და 200-მდე ასოცირებული წევრი-ადვოკატი.