გახსნით ღონისძიებაზე კაფეში „ახალი მზიური“ ერთ-ერთი „სიკეთის ყუთი“ საზეიმო ვითარებაში დაიდგმება, სადაც ამიერიდან ყველა ადამიანს შეუძლია მივიდეს და შემოწირული ტანსაცმელი განათავსოს. ტანსაცმლის შემოწირულობის ყუთი ასევე დგას, „გალერია თბილისში“, თბილისის მწვანე სკოლასა და საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრში.
ღონისძიებაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ტანსაცმლის შეგროვების მნიშვნელობაზე და პროექტის სამომავლო განვითარების გეგმებზე. ასევე, გაიმართება ანიმაციის პრეზენტაცია, რომელიც ასახავს არსებულ პრობლემას. ღონისძიებას დაესწრებიან პროექტის განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციები, პარტნიორი სკოლები და დაწესებულებები. პრეზენტაცია გაგრძელდება ერთი საათი და სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს კარიტასის დირექტორი - ანაჰით მხოიანი.