2022 წლის 4 ნოემბერს, 11:00 საათზე, ქ. თბილისში, (მისამართი: სასტუმრო კოლხეთი XXI - ZP Palace, მარჯანიშვილის ქუჩა #44) გაიმართება სემინარი თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებისთვის შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების ორგანიზებისა და მართვის საკითხებზე. სემინარის მიზანია მოსახლობისათვის ამ სახის მომსახურების ორგანიზების ხელშეწყობა თბილისის ყველა მუნიციპალიტეტში.
თბილისში შინმოვლის მომსახურება მოსახლეობას 1994 წლიდან მიეწოდება. თბილისის გარდა, საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტები ხორციელდება ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში. ამ პროექტების ძირითადი მიზანია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პროფესიონალი მულტიდისციპლინარული გუნდი სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას უწევს სოფლად და ქალაქად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ყველა ასაკის ადამიანებს ვისაც ავადმყოფობისა ან ტრავმის შედეგად შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ფასიანი მომსახურება.
საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის დროს აღრიცხულია 185000 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოკიდებულია გარეშე დახმარებაზე და საჭიროებს შინმოვლას. მაგრამ ამ სახის მომსახურება არ არის შეტანილი საყოველთაო დაზღვევის პაკეტში. მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს მიუწვდება ხელი საქართველოს კარიტასის და სხვა მიმწოდებლების შინმოვლის მომსახურებაზე, რომელსაც აფინანსებენ საზღვარგარეთის დონორები. საქართველოს კარიტასი ლობირებს შინმოვლის ინტეგრაციის საკითხს ჯანდაცვის სისტემაში, რათა ყველა ადამიანმა მიღოს მისთვის საჭირო გრძელვადიანი სამედიცინო და სოციალური მომსახურება.
შინმოვლის მომსახურების მიწოდებასთან ერთად, საქართველოს კარიტასი ხელს უწყობს ამ სფეროსთვის საჭირო კადრების მომზადებას, საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების დაგეგმარების და ადმინისტრირების საკითხებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მანანა ყუბანეიშვილი,
მედიასთან ურთიერთობის კონსულტანტი, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
მობ: 599 43 10 77
გვანცა გახოკიძე,
ადვოკატირების და კომუნიკაციის სპეციალისტი, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა
მობ: 591 24 64 50