ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
22/05/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
საქართველოს კარიტასმა კამპანია „ჯანმრთელი დაბერების“ ფარგლებში კათარზისს დაეხმარა
21 მაისს, საქველმოქმედო ფონდმა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმომადგენლებმა კამპანია „ჯანმრთელი დაბერების“ ფარგლებში კათარზსს საჩუქრად 26 გადასაადგილებელი საშუალება გადასცეს.
კათარზისში სტუმრობის მთავარი მიზანი სწორედ კამპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო. მოხალისეებმა დაარიგეს ბროშურები, რეკომენდაციები, ფაზლები და სხვადასხვა ვიზუალური მასალა „ჯანსაღი დაბერების“ შესახებ და კათარზისის ბენეფიციარებს გააცნეს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებები.
24 მაისი, ვაკის პარკი - „მსოფლიო ჰიპერტენზიის“ დღესთან დაკავშირებული აქცია. წნევის გაზომვა ნებისმიერი მსურველისთვის, ექიმის უფასო კონსულტაცია, სახალისო შეჯიბრები ხანდაზმულებისთვის.

6 ივნისი - ღია კარის დღე საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში. ყველა დაინტერსებულ პირს და ორგანიზაციის წარმომადგენელს საშუალება ექნება გაეცნოს პროგრამის საქმიანობას და მიიღოს უფასო სამედიცინო მომსახურება და კონსულტაცია.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2307