ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სუპერმარკეტის - "იბისი" ერთობლივი აქცია
18/08/2008

 

  

პრესრელიზი

18 აგვისტო, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 


საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროს ცხელი ხაზი: +995 32 384798
ვებ გვერდი:
www.mra.gov.ge

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სუპერმარკეტის - "იბისი" ერთობლივი აქცია  

[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 18 აგვისტო - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ბესიკ წერედიანი ნაძალადევის რაიონში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა.

მინისტრის მოადგილემ სუპერმარკეტ “იბისის” წარმომადგენლებთან ერთად, მე-10 საჯარო სკოლასა და 62-ე ბაგა-ბაღში მცხოვრებ 320 დევნილს სურსათ-სანოვაგის ნაკრები გადასცა.

სუპერმარკეტ “იბისის” მიერ დევნილებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს: 2 კილოგრამი შაქარი, ძეხვი, 2 ქილა შედედებული რძე, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი. აღნიშნული პაკეტი ობიექტებზე განთავსებულ თითოეულ დევნილს გადაეცა.

კომპაქტურად ჩასახლების ამ ობიექტებზე დარიგდა ჩვილ ბავშვთა დახმარებაც.


###

წაკითხულია: 5113