ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის გარემოს დაცვის მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდება
28/03/2013

პრესრელიზი

28 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
pr@moe.gov.ge
+995 32 72 72 24
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის გარემოს დაცვის მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდება

მთავრობის მიერ დაწყებული ახალი პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" - ფარგლებში გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე 29 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმროში „Radisson Blu Iveria Hotel" (დარბაზი #6) მედიასთან შეხვედრას გამართავს.

ხათუნა გოგალაძე გასული თვეების განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის, აგრეთვე სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ანგარიშს წარადგენს. შეხვედრის ფარგლებში მინისტრი აგრეთვე უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის „ საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" მიზანია, სახელმწიფო მმართველობაში უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა, მთავრობის მუშაობა გახადოს უფრო ღია და გამჭვირვალე და ტრადიციად აქციოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი.

პროექტი ითვალისწინებს ინტერაქტიულ შეხვედრებს როგორც ქართულ, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლებთან.

 

წაკითხულია: 2170