13 მაისი, 2013
საკონტაქტო პირი:
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
თბილისი 0160, დ. გამრეკელის ქ. 19
ტ: 2389833
ფ: 2389844
მ: 595
114544
FB: www.facebook.com/Gsmea
ვებ-გვერდი: www.gsmea.ge
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) საგადასახადო კომიტეტის ინიციატივა
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის საგადასახადო კომიტეტმა, მისი წევრების პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და კვების მომსახურების სფეროს დარგობრივი შესწავლის შედეგად, გამოავლინა, რომ ამ დარგისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია კვების მომსახურებისთვის საჭირო ნედლეულის ხარჯებში გამოქვითვის წარმოება. მეწარმეები ძალიან დიდ დროს და რესურს ხარჯავენ, რომ განსაზღვრონ კვებისთვის საჭირო თითოეულ მზა პროდუქციაში შემავალი ნედლეულის რაოდენობა და მიუხედევად მათი ძალისხმევისა, ზუსტი შედეგის მიღწევა მაინც შეუძლებელია. შედეგად, წარმოიშვება ზედმეტობა და დანაკლისი, რაც საგადასახადო შემოწმების დროს დაჯარიმების ძირითადი მიზეზი ხდება.
საგადასახადო რისკების შემცირება, ამ სფეროს მეწარმეებს გამოუთავისუფლებს დიდ რესურს, რომელსაც მოახმარენ თავისი ბიზნესის განვითარებას. ამ მიზნით GSMEA-ს საგადასახადო კომიტეტმა შეიმუშავა ინიციატივა, რომლის მიხედვით მეწარმეები ნედლეულის გამოქვითვას შეძლებენ მარტივად მათი პერიოდული აღწერის/ინვენტარიზაციის საფუძველზე.
საგადასახადო კომიტეტმა განახორციელა დარგობრივი შეხვედრები კვების მომსახურების სფეროში მოღვაწე ბიზნესის გარკვეულ ნაწილთან (ძირითადად რესტორნები და სასტუმროები), რომელთა წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის მიერ შემუშავებულ ინიციატივას და დაადასტურეს მისი აქტუალურობა.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მისიაა ბიზნეს-საზოგადოების საერთო ინტერესების ადვოკატირება, საქართველოში გარემოს გაუმჯობესების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.