13 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
თბილისი 0160, დ. გამრეკელის ქ. 19
ტ: 2389833
ფ: 2389844
მ: 595
114544
FB: www.facebook.com/Gsmea
ვებ-გვერდი: www.gsmea.ge
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია, რომელიც დაეთმობა საქართველოსა და აშშ-ს შორის 2009 წელს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული ქარტიის ეკონომიკური ნაწილის საკითხების განხილვას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად.
კონფერენციის ფარგლებში ასევე, გაიმართება პროგრამა SABIT-ის (The Special Americam Business Internship Training ) პრეზენტაცია, რომელიც ფინანსდება აშშ-ს საელჩოს მიერ და ჩატარდება ვორქშოფი ბიზნეს ასოციაციების განვითარების თემატიკაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის და აშშ-ს საელჩოს, ბიზნეს ასოციაციების და კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიმართება 14 მაისს სასტუმროში „ბეტსი" (მაყაშვილის 32/34). დასაწყისი 10.00 სთ.