ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნოლოგიების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
11/12/2012


პრესრელიზი

10 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
თბილისი 0160, დ. გამრეკელის 19
ტელ:  + 995 32 2 38 98 33
ფაქსი: + 995 32 2 38 98 44
ელ. ფოსტა:
info@gsmea.ge

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს ინოვაციურ პროექტებში მცირე და საშუალო კომპანიების ჩართვას, ტექნიკურ დახმარებას, ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ტექნოლოგიების გადაცემის პროცესს კვლევითი სფეროდან ეკონომიკის სექტორში. ასევე, კონფერენციების, სემინარების, სამუშაო ჯგუფების ფორმირებას დაინტერესებულ პირთათვის, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესში ინოვაციების შესახებ ცოდნის ქსელის შექმნა.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის საქმიანობაა ბიზნეს საზოგადოების საერთო ინტერესების ადვოკატირება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის მისიაა გაუწიოს ტექნიკური დახმარება და მხარდაჭერა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. გაზარდოს მათი ხელმისაწვდომობა ახალ ტექნოლოგიებზე და ამით გააუმჯობესოს მათი ეფექტურობა.

მხარეები თანხმდებიან რომ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის თანამშრომლობით ამ ორგანიზაციების საქმიანობა იქნება უფრო ეფექტური დასახული მიზნების განხორციელებისათვის.

წაკითხულია: 2156