22 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საქართველოს სომხური სათვისტომო თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავს
2013 წლის 24 აპრილს, 14 საათზე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან მოეწყობა დემოსტრაცია, რომლის მონაწილეები პატივს მიაგებენ ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებულ სომეხთა გენოციდის მსხევრპლთა ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედმა სომხური სათვისტომოს ორგანიზაციებმა მიმართეს ხელისუფლებას, რათა ამ უკანასკნელმა დაიყწყოს სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვა.
სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიძღვნილ ღონისძიებები
24 აპრილი, თბილისი
https://www.facebook.com/events/243395949131620/ 11:00 სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონ „ხოჯივანქის" ხაჩქარის გვირგვინით შემკობა
11:00-13:00 სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა პარაკლისი, ავლაბრის წმიდა ეჯმიაწინის ეკლესია, მისამართი: არმაზის ქ. №18
13:00 ავლაბრის წმიდა ეჯმიაწინის ეკლესიიდან გამგზავრება თურქეთის საელჩოსთან
14:00 საქართველოში თურქეთის საელჩოსთან მშვიდობიანი დემონსტრაცია, მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №35