ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა
28/02/2014

პრესრელიზი

 

28 თებერვლი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვი

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

შალვა ფიფია ოფიციალური ვიზიტით პარიზში, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის სტეფან ლე ფოლის მიწვევით იმყოფებოდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი „სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა 2014-ის" გახსნას დაესწრო. 
წელს გამოფენა 40-ზე მეტ ქვეყანას მასპინძლობს. გამოფენა-გაყიდვა მრავალფეროვანია. წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათ შორის: ღვინო, რძის და ზღვის პროდუქტი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ბაღების ნიმუშები. 1964 წლიდან გამოფენის ფარგლებში ტარდება „ღვინის საერთო კონკურსი", რომელშიც მონაწილეობას იღებს 3 000 - მდე ღვინის ექსპერტი და 5 000 - მდე მწარმოებელი. 4 000 - მდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი „სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთო კონკურსში" იღებს მონაწილეობას. გამოფენის მსვლელობისას 5 000 სავაჭრო წერტილიდან ფართომასშტაბიანი გაყიდვები ხორციელდება. წარმოდგენილ ქვეყნებს ეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა თავიანთი ნაციონალური პროდუქცია მსოფლიოს გააცნონ.
გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში გაიმართა მინისტერიალი, რომელშიც 25 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ საკუთარ ქვეყნებში საოჯახო-ფერმერული მეურნეობების განვითრებას შეუწყობენ ხელს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელი მსოფლიოში საოჯახო მეურნეობის წლად გამოცხადდა. 
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ბურგუნდიის პროვინციაში მეღვინეობის კოოპერატივი და შაროლეს მეხორცული ჯიშის სანაშენე ფერმა დაათვალიერა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კოოპერაციის ხელშეწყობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო ქ.შაბლში მევენახეობის კოოპარატივის გამოცდილების გაზიარება. მევენახეობის აღნიშნული კოოპერატივი 1923 წელს დაარსდა და მის შემადგენლობაში 270 წევრია. 
„ვფიქრობთ, მეღვინეობის კოოპერატივების შექმნა საქართველოში, კახეთის რეგიონში ეფექტიანი იქნება და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. შაბლის კოოპერატივის გამოცდილების გაზიარება ჩვენს ფერმერებს წაადგებათ. აღნიშნული კოოპერატივი კუთვნილ ქარხანაში ყოველწლიურად 9 მილიონ ბოთლს, ანუ 7 მლნ ლიტრ ღვინოს აწარმოებს", - განაცხადა შალვა ფიფიამ.
მინისტრმა შაროლეს მეხორცული ჯიშის სანაშენე ფერმაც დაათვალიერა.
„ფერმა სანაშენე ჯიშის გაუმჯობესებაზე მუშაობს, შემდეგ მთელ მსოფლიოში ყიდის საჯიშ საქონელს. მცრე ზომის შაროლეს სანაშენე მეხორცული მიმართულების ფერმა საქართველოშიც არის. ამ ეტაპზე კომპანია აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი რაოდენობის პირიტყვის ექსპორტს გეგმავს. აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ საქართველოსთან სატრანზიტო თანამშრომლობის საკითხებზე", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

 

წაკითხულია: 5214

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში