პრესრელიზი
24 აპრილი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა ჩანჩიბაძე
tourism@gnta.ge
2436999
2014 წლის 23 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში, ქალაქ ალმა-ატაში, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა- ბაზრობაში „KITF 2014 " მონაწილეობს.
აღნიშნული გამოფენა, რომლის სახელწოდებაა „ტურიზმი და მოგზაურობა" ათაქენდის ბიზნესცენტრში იმართება და მასში 41 სახელმწიფო და 550 ტურისტული კომპანია მონაწილეობს.
„KITF 2014"-ში საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, წარმოდგენილნი არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია და 12 კერძო სექტორის წრმომადენელი.
23 აპრილს, გამოფენის გახსნის დღეს, ქართული ეროვნული კუთხე ყაზახეთის ინდუსტრიისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარატ იგალიევმა მოინახულა.
ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2014 წლის სამი თვის მონაცემებით ყაზახეთიდან საქართველოში 3 848 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, მათი რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაზრდილია.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის აქტიური საჰაერო კომუნიკაცია არსებობს. პირდაპრი რეისები სრულდება ალმა-ატასა და აქტაუს მიმართულებით. ავიაკომპანია Airastana, რომელიც ოპერირების დაწყებიდან კვირაში სამ რეისს ასრულებდა თბილისი ალმა-ატას მიმართულებით, მოთხოვნიდან გამომდინარე ავიარეისების რიცხვი კვირაში 5-მდე გაზარდა.