ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე სასწავლო კორპუსის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი
22/06/2013

პრესრელიზი

21 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ქეთევან მეფარიშვილი
სტრატეგიული განვითარებისა
და მარკეტინგის სამსახურის უფროსი
ტელ: (+99532) 2 55 22 22
მობ: 591 702 760
ელ.ფოსტა: k.meparishvili@ug.edu.ge
ვებ–გვერდი: www.ug.edu.ge
მისამართი: კოსტავას 77ა, თბილისი 0175

საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე სასწავლო კორპუსის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი
 20 ივნისს, 18 საათზე "საქართველოს უნივერსიტეტში რიგით მეოთხე სასწავლო კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
 

გახსნის ცერემონიალზე მოწვეულნი იყვნენ : საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს მთავრობის წევრები.    

დღესრეობით  საქართველოს უნივერსიტეტი ყველაზე დიდი, მზრდადი და მაღალრეიტინგული აკრედიტებული კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.  

უნივერსიტეტი ერთ–ერთი პირველთაგანია, რომელმაც დაიმსახურა აშშ–ს მთავრობის მოწონება და განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიიღო კერძო საინვესტიციო კორპორაციისაგან (OPIC). მიღებული დაფინანსებით საქართველოს უნივერსიტეტმა შეძლო ინფრასტრუქტურის სრული გადახალისება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. აქ განთავსებულია სამეცნიერო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, IT სიმულაციური კაბინეტები, სასამართლო დარბაზი, რაც სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებისათვის საუკეთესო ხელშეწყობაა.

  
წაკითხულია: 6221