პრესრელიზი
14 მარტი, 2012 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 მარტი, 2012 - 2012 წლის 14 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 27 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.840 პროცენტით, მაქსიმალური 6.930 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.906 პროცენტით განისაზღვრა.