28 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ეროვნული ბანკი
0105 თბილისი, საქართველო
ლეონიძის ქუჩა № 3/5
ტელ: (995 32) 240 6544
ფაქსი: (995 32) 240 6577
ცხელი ხაზი: (995 32) 240 6406
ელფოსტა: mailto:info@nbg.gov.ge
ვებგვერდი: http://www.nbg.ge/
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 მარტი, 2012 - 2012 წლის 28 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 29 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.400 პროცენტით, მაქსიმალური 9.800 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.615 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 11.3 პროცენტი. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.