ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს წამყვანმა IT ინტეგრატორმა, კომპანია UGT-მ მოიპოვა მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიების მწარმოებლის, კომპანია Cisco Systems-ის Silver პარტნიორის სტატუსი
28/01/2014


პრესრელიზი

28 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ნადირაძე
მობ: 599961427

საქართველოს წამყვანმა IT ინტეგრატორმა, კომპანია UGT-მ მოიპოვა მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიების მწარმოებლის, კომპანია Cisco Systems-ის Silver პარტნიორის სტატუსი

UGT-მ მოიპოვა მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიების მწარმოებლის, კომპანია Cisco Systems-ის Silver პარტნიორის სტატუსი.

Cisco Silver Partner სერტიფიკაცია ადასტურებს UGT-ს მაღალ კვალიფიკაციას მწარმოებლის ქსელური, საკომუნიკაციო და სერვერული სისტემებისა და გადაწყვეტილებების მიმართულებით. ისევე როგორც, პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.„UGT საქართველოს საუკეთესო სისტემური ინტეგრატორია.

„ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ეს დადასტურდა IT ინოვაციების ყოველწლიური ღონისძიების GITI-ის მიერ, როცა UGT-იმ მიიღო „საუკეთესო სისტემური ინტეგრატორის"-ს ჯილდო როგორც 2012, ასევე 2103 წლებში" - აცხადებს UGT IT Solutions-ის დირექტორი, გიორგი მაისურაძე.

„ჩვენი კომპანია თანამშორომლობს IT ბაზრის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მწარმოებელთან და საქართველოში N1 პარტნიორია ისეთი კორპორაციებისთვის, როგორებიც არიან HP, EMC, Microsoft, Oracle, Symantec, VMware და სხვა. ხოლო რაც შეეხება Cisco Systems-ს, ამ მიმართულებით ქართული ბაზრის ლიდერია კომპანია GreenNet-ი, რომელიც Gold პარტნიორის სტატუსის მფლობელია. მაგრამ 2013 წელს ჩვენ საკმაოდ დიდი წინსვლა მოვახერხეთ, პირველებმა საქართველოში მივიღეთ ავტორიზაცია Cisco-ს სერვერულ სისტემებზე: Advanced Unified Computing Technology, გავიმარჯვეთ რეგიონში Cisco-ს წლის ყველაზე ტექნოლოგიური პარტნიორის ნომინაციაში: Advanced Technology Partner of the Year 2013, და ბოლოს, წლის შედეგების მიხედვით მოგვენიჭა Cisco Silver Partner-ის სტატუსი. ასე რომ, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ვართ #2 მოთამაშეები Cisco-ს ბაზარზე, რისი გამტკიცება და გაუმჯობესებაც ჩვენი შემდეგი გამოწვევაა. პირადათ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში Cisco-ს სისტემების შეძენის მსურველთათვის UGT-ისთან პარტნიორობა უფრო ხელსაყრელია, ვინაიდან ჩვენ გვესმის რომ როცა N2-ები ვართ, კლიენტს უნდა შევთავაზოთ იგივე სახის მომსახურება უფრო დაბალ ფასში, ვიდრე ამას #1 აკეთებს. ანდაც იგივე ფასში უნდა შევთავაზოთ უკეთესი სისტემა, უკეთესი გადაწყვეტა, უკეთესი მხარდაჭერა.. წინააღმდეგ შემთხვევაში - ჩვენგან არ იყიდიან. და ჩვენ ეს გვესმის და მზად ვართ ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უკეთესი პირობები ვიდრე ამის

გაკეთება შეუძლია N1-ს! "- გიორგი მაისურაძე, UGT IT Solutions-ის დირექტორი.

 

წაკითხულია: 4269