ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოსბანკმა ახალი ტიპის სერვისცენტრი წარადგინა
01/12/2011

  
პრესრელიზი

1 დეკემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248                  
+995 77 720 144                  
sbalavadze@bog.ge

  საქართველოს ბანკმა ახალი ტიპის სერვისცენტრი, საქართველოს ბანკის ექსპრესი წარადგინა

თბილისი, 1 დეკემბერი, 2011 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ახალი ტიპის სერვისცენტრები, საქართველოს ბანკის ექსპრესი წარადგინა. საქართველოს ბანკის ექსპრესი გამოირჩევა ულტრათანამედროვე დიზაინით და მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობს.

საქართველოს ბანკის ექსპრესის სერვისცენტრები მომხმარებლისთვის ყველაზე მოხერხებულ ადგილებშია განთავსებული. ექსპრესში მომხმარებელს განსაკუთრებით სწრაფად მოემსახურებიან, თითოეულ ოპერაციაზე გათვალისწინებულია რა მაქსიმუმ 5 წუთი. შედეგად, მომხმარებელს არ მოუწევს ლოდინი. ექსპრესი აღჭურვილია ონლაინ მომსახურებით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, ხოლო მომსახურების ზონა მომხმარებელს გვიანობამდე დახვდება ღია. სერვისცენტრების მოწყობა განსაკუთრებულად მარტივია და ორ ზონადაა დაყოფილი - საქართველოს ბანკის ექსპრესის სერვისცენტრებში, მომხამრებელს დახვდება როგორც მომსახურების ზონა, სადაც მათ მოლარე-ოპერატორები გაუწევენ დახმარებას, ასევე 24 საათიანი, თვითმომსახურების ზონა. თვითმომსახურების ზონაში, მომხმარებელისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება: ინტერნეტბანკის ტერმინალი, თვითმომსახურების ტერმინალი PაყBოხ და ბანკომატი. ხსენებული ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში შეძლებს: თანხის განაღდებას, გზავნილის განაღდებას, შMშ სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, ანგარიშზე თანხის შეტანას, თანხის გადარიცხვას, დეპოზიტის გახსნას და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულებას.

აღსანიშნავია, რომ ექსპრესის მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები მოემსახურებიან, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე. ექსპრესის სერვისცენტრებში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად შეძლებს, სპეციალურად ექსპრესის მომხმარებლისთვის შექმნილი პროდუქტების - ექსპრესპაკეტის (რომელიც შეიცავს ახალ პროდუქტს - ექსპერსბარათს, ასევე მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და შMშ ბანკის მომსახურებას) და ექსპრესანაბარის დარეგისტრირებას, ექსპრესკრედიტის და ექსპრესორინჯის განაცხადების შევსებას. ასევე, საქართველოს ბანკის სხვა პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა  Aმერიცან Eხპრესს Bლუე ჩარდ-ის განაცხადის შევსება, განაცხადის დამუშავება, მობილ ბანკის, ტელეფონ ბანკის, მუდმივი საგადასახადო დავალების, ავტომატური  გადახდების, პლასტიკური  ბარათის დაზღვევისა და ელექტრონული ყულაბის მომსახურების ჩართვა.


ექსპრესის სერვისცენტრები, რომელიც მომხმარებელს 2 დეკემბრიდან ელოდება, განლაგებულია თბილისში, შემდეგ მისამართებზე: გლდანი, ხიზანიშვილის ქ. 77, გამრეკელის ქ. 16, დოლიძის ქ. 11, ჩუბინაშვილის ქ. 4, ბაზალეთის ქ. 8,  ყაზბეგის გამზ. 26, დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, კორპ. 1ა, ჭავჭავაძის გამზ. 19, ჩოლოყაშვილის ქ. 57ა, კორპ. 4.


საქართველოს ბანკის ექსპრესის სერვისცენტრებში ჯამში 45 ადამიანი დასაქმდა.

წაკითხულია: 2553