ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
28/02/2020
საქართველოში Waste Expo 2020 გაიმართა
გამოფენაში მონაწილეობა საქართველოში არსებული ნარჩენების გადამმუშავებელმა და შემგროვებელმა 14 კომპანიამ მიიღო.
მონაწილეებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა დააღნიშნა, რომ საქართველომ ნარჩენების მართვის სექტორის განვითარებაზეაქტიური მუშაობა დაიწყო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მინისტრის მოადგილემ, საერთაშორისო მხარდაჭერაზე ისაუბრა და გადამმუშავებელი სექტორის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიების საქმიანობა ქართულ ეკონომიკაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ეს არის მოდელი,რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში პრიორიტეტული უნდა იყოს ”, -განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებულიდიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, CENN-ის აღმასრულებელიდირექტორი ნანა ჯანაშია, ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგიგულიაშვილი და ამერიკის სავაჭრო პალატის 60-მდე წევრი კომპანია.
ორგანიზაციის შესახებ
გამოფენაზე დამთვალიერებლებმა საქართველოს ნარჩენების მართვისასოციაციისა და მისი წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ მიიღესინფორმაცია, გაეცნენ გადამუშავების ტექნოლოგიებს.
წაკითხულია: 2299