ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში Youth To Business Forum წელს უკვე მეორედ იმართება
04/04/2014

პრესრელიზი

4 აპრილი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
598 38 04 38
დავით შუკვანი
www.aiesec.ge

საქართველოში Youth To Business Forum წელს უკვე მეორედ იმართება

AIESEC საერთაშორისო ბრენდის ორგანიზებით, 4-6 აპრილს, 11:00-18:00 საათამდე, აგრარულ უნივერსიტეტში, გაიმართება Youth To Business Forum.

Youth to Business Forum არის უნიკალური შესაძლებლობა, რომლის მიზანია თავი მოუყაროს ახალგაზრდებსა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს, რათა დაიწყოს დისკუსია და გამოკვლეულ იქნას სხვადასხვა თემების ირგვლივ არსებული პრობლემები, ისეთი, როგორიცაა ინოვაცია, ბიზნესის სტაბილური განვითარება, ახალგაზრდების უმუშევრობა და ა.შ.

ფორუმში მონაწილეობას იღებს 500-მდე სტუდენტი და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის არიან ბანკი რესპუბლიკა, Wissol Petroleum Georgia, ideaHub.ge, Youth Innovation center, management academy, სნო და ა.შ.

სამ დღიანი ფორუმის ფარგლებში, გაიმართება workshop-ები და მოეწყობა სხვადასხვა პანელური განხილვები. განიხილება სამი ძირითადი თემა, მათ შორის, „Cesars words: first in village vs. second in ROME", რაც გულისხმობს, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით ადგილის დამკვიდრებას; „team / one man show", გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის დადებითი და უარყოფითი თვისებების განხილვა და „who creates success (team vs. leader) Should leader know everything or not?", ვინ ქმნის წარმატებას გუნდი თუ ლიდერი და უნდა იცოდეს თუ არა ლიდერმა ყველაფერი?

 

ცნობისთვის, AIESEC-ის შესახებ:
AIESEC მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია, წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალაგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, რომ იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე.

 

 

წაკითხულია: 3818