ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში აივ პრევენციის პროექტის კონფერენცია
25/10/2011


პრესრელიზი

25 ოქტომბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თაკო გელაშვილი
ტელ: (+995) (32) 2
43 82 20
მობ: (+995) (91)
409 502
ელ-ფოსტა:  info@ghpp.ge
ქობულეთის ქუჩა  34/36, 0179, თბილისი

 საქართველოში აივ პრევენციის პროექტი ზოგადსაგანმანათლებლოს სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის სასწავლო პროგრამის ინსტიტუციონალიზაციისთვის ეროვნული კონსენსუსის მისაღწევად კონფერენციას გამართავს

26 ოქტომბერი, 09:30 საათი, სასტუმრო  "Radisson Blu Iveria"

26 ოქტომბერს დაგეგმილი კონფერენციის მიზანია, USAID-ის მიერ დაფინანსებული საქართველოში აივ პრევენციის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციული კვლევის: "ცხოვრების ჯანსაღი წესის სასწავლო პროგრამის ეფექტურობის შეფასება თბილისისა და თელავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებში" შედეგების  გაცნობა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის რეკომენდაციების  შემუშავება  ცხოვრების ჯანსაღი წესის სასწავლო პროგრამის გაფართოებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინსტიტუციონალიზაციისთვის.

კონფერენციას გახსნის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე და  პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი. კონფერენციას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების და მთავრობის სხვა წარმომადგენლები და ექსპერტები.

2010 წელს,  საქართველოში აივ პრევენციის პროექტმა ჩაატარა ეროვნული სასწავლო გეგმის ანალიზი, ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხების სწავლებაში ხარვეზების გამოსავლენად და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა ცხოვრების ჯანსაღი წესის კონსოლიდირებული სასწავლო პროგრამა.

2010 წლის დეკემბერში, პროექტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი და დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის სასწავლო პროგრამის პილოტირება თბილისისა და თელავის 21 სკოლაში. ამის პარალელურად,  პილოტის ეფექტურობის დასადგენად და მოსწავლეთა ცოდნის შესაფასებლად, პროექტმა ჩაატარა ოპერაციული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ  პილოტმა დადებითი ეფექტი იქონია ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხების შესახებ მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაზე და შესაბამისად მოზარდების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად საქართველოში არსებული ცხოვრების ჯანსაღი წესის სხვადასხვა სასწავლო პროგრამა შეჯერდა და სასკოლო სისტემაში შედგა კონსოლიდირებული პროგრამის წარმატებული გამოცდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს წარმატებული ვერსია შეიტანოს ოფიციალურ სასწავლო პროგრამაში მისი ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში ჩართვის გზით. 

შშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული  "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" მიზანია მაღალი რისკის ჯგუფებში აივ პრევენციის ღონისძიებების განხორციელება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობაში ინფექციის გავრცელება. პროექტი დაიწყო 2010 წლის 4 თებერვალს და დასრულდება 2014 წლის დეკემბერში. პროექტი ხორციელდება RTI International-ის (RTI)  და მისი ქვეკონტრაქტორების Save the Children-U.S.-ისა (SC) და Program for Appropriate Technologies in Health (PATH)-ის მიერ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
.

USAID საქართველოში: ბოლო 19 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID -ის მეშვეობით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია საქართველოს.  ამჟამად 40-ზე მეტი პროექტია განხორციელების პროცესში.  ეს პროექტები მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალ დემოკრატიაზე გადასვლის პერიოდში.  მათი ინიციატივის შემწეობით ჩქარდება ეკონომიკის ზრდა, ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები და უმჯობესდება ჯანდაცვისა და განათლების სფეროები.  USAID 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.  დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ -- http://georgia.usaid.gov


 

წაკითხულია: 2970