ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეებისა და რისკების თანამედროვე მეთოდებზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ატლასი შემუშავდა
20/04/2012

პრესრელიზი

20 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო ხელაძე
CENN
t +995 32 275 19 03 / 04
m +995 599 36 79 78
nino.kheladze@cenn.org
თეონა ბაღდავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
+ 995 97 97 03 53
Teonabagdavadze@gmail.com

საქართველოში   ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეებისა და რისკების  თანამედროვე მეთოდებზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ატლასი შემუშავდა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 20 აპრილი, 2012  - კავკასიის გარემოსდაცვითი არსამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN),  ტვენტეს უნივერსიტეტის გეოინფორმაციული სისტემების და დედამიწის კვლევის ფაკულტეტმა (ITC) ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (MATRA) მხარდაჭერით 2010-2012 წლებში განახორციელეს პროექტი "ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება".

პროექტის შედეგად  მომზადდა რისკის შეფასების სახელმძღვანელო ინსტრუქციები;        მოხდა კატასტროფების რისკების მართვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება კატასტროფების რისკის მართვისა და შემცირების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებში; შეიქმნა კატასტროფების რისკების მონაცემების მართვისა და ანალიზის ახალი სისტემა და მომზადდა საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეებისა და რისკების ვებ და ბეჭდური ატლასები;   განხორციელდა სხვადასხვა ტიპის საშიში ბუნებრივი პროცესების რისკის შეფასება კონკრეტულ მაგალითებზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით. შეფასებები და კვლევები მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალის სახით; პროექტის ფარგლებში   შემუშავდა რისკის კომუნიკაციის სტრატეგია.

20  აპრილს 17:00-ზე სასტუმრო  ქორთიარდ მარიოტში შედგება პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც მოხდება ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეებისა და რისკების ბეჭდური და  ვებ ატლასის პრეზენტაცია, მსგავსი ტიპის ატლასი პირველია  როგორც საქართველოსათვის ასევე  კავკასიის რეგიონისათვის.

პრეზენტაციას გარემოს დაცვის მინისტრი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა  მინისტრის მოადგილე, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ  მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ბუნებრივი სტიქიური მოვლენებისა და მათ მიერ გამოწვეული კატასტროფების რიცხვი და მასშტაბი მკვერთრად იზრდება, რაც უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე, ქვეყნის ეკონომიკასა და ბუნებრივ გარემოზე. საქართველოს შესახებ მსოფლიო ბანკის ორი სხვადასხვა შეფასების მიხედვით, ბუნებრივი სტიქიური საფრთხეების წარმოქმნის სხვადასხვა ალბათობის (0.5%; 5%; 20%) გათვალისწინებით, მათ მიერ გამოწვეული შესაძლო წლიური ზარალი 146 მილიონი აშშ დოლარიდან 3.3 მილიარდ აშშ დოლარამდეა შეფასებული. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1995-2011 წლებში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიური პროცესებით გამოწვეულმა ზარალმა 2,338.5 მილიონი ლარი შეადგინა.

წაკითხულია: 2543