ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ნაწილი "გუდვილში" დასაქმდა
04/03/2011


პრესრელიზი

4 მარტი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73; (+995 32) 24 36 70
(+995 77) 47 77 61 
 pr@goodiwll.ge

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ნაწილი  "გუდვილში" დასაქმდა

[PUBLICITY.GE] თბილისი,  4 მარტი, 2011 წელი- დღეს, 4 მარტს ჰიპერმარკეტ გუდვილში გაიმართება პროექტის - „ქართველი მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოს შრომის ბაზარზე" - ერთ-ერთი აქტივობის დასკვნითი ღონისძიება.

პროექტის ფარგლებში მიგრანტებs რომლებმაც, გუდვილის დახმარებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგები პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გადაეცემათ შესაბიმისი სერთიფიკატები. შერჩეულია კურსდამთავრებული დაბრუნებული მიგრანტების ნაწილი, რომლებიც უკვე დასაქმდნენ გუდვილში.

„ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ აღნიშნულ პროექტში, და მოხარული ვარ რომ წარმატებით ჩაიარა სწავლებამ,  ბევრი მათგანი უკვე დასაქმდა გუდვილში. პირველ ეტაპზე  ჩავატარეთ გასაუბრება 42 დაბრუნებულ მიგრანტთან და იძულებით გადაადგილებულ პირთან, შემდეგ მათ გაიარეს ტრეინინგები 4 პოზიციაზე, და ასევე პრაკტიკული სწავლება „გუდვილში". საბოოლოდ მათ აიმაღლეს კვალიფიკაცია და მიიღებენ შესაბამისს სერთიფიკატებს." - აცხადებს
გუდვილის გენერალური დირექტორი ბატონი ნუგზარ მაღულარია.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა მელაძე - „პროექტი დაბრუნებულ მიგრანტებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზეა ფოკუსირებული და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით მათი შემდგომი დასაქმებიs ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანია დამსაქმებელთა აქტიურობა და მონაწილეობა ინტეგრაციის პროცესებში,  რაც ხელს შეუწყობს ანალოგიური პროექტების წარმატებით განხორციელებას. კომპანია „გუდვილი" საკმაოდ აქტიურად ჩაერთო პროექტში და უკვე დაასაქმა რამოდენიმე შერჩეული ბენეფიციარი. ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს და ვიმედოვნეთ სხვა ბიზნესებიც გამოიჩენენ დაინტერესებას და რაც ყველაზე მთავარია  მეტი დაბრუნებული მიგრანტის დასაქმებას მოვახდენთ საქართველოში, მითუმეტეს დღევანდელი რეალობის ფონზე აღნიშნული საკითხის, რეადმისიისა და რეინტეგრაციის პროცესების მართვაში."

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია", თავისი პარტნიორი ორგანიზაციის „მეკლენბურგ-ფორპრომერნის ეკონომიკური საგანმანათლებლო სატრეინინგო დაწესებულების" მონაწილეობით, 2009-2011 წლებში ახორციელებს პროექტს -„ქართველი მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოს შრომის ბაზარზე". აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დაბრუნებული მიგრანტების ინტეგრაციას საქართველოს შრომის ბაზარზე, მათი უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამის გამოყენებას. პროექტის მიზანია ასევე შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება დაბრუნებული მიგრანტებისათვის. პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმის ფონზეც, რომ მიმდინარე წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევრო კავშირის ქვეყნებს შორის ხელშეკრულება რეადმისიის შესახებ,რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა მიგრანტების დაბრუნება და ინტეგრაცია საქართველოში.

კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც პრაქტიკული სწავლება გაიარეს გუდვილში მიიღეს შესაბამისი ანაზღაურება სტიპენდიის სახით. ასევე შეიქმნა სარეზერვო სია და მალე ყველა ის მიგრანტი ვინც გაიარა ტრეინინგი დასაქმდება გუდვილში. 

ღონისძიებას დაესწრებიან: ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, სამოქალაქო რეესტრის თავჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლები.
                                                                                  

                                                                            

 

წაკითხულია: 3239